ახალი ამბები

ამ ტიპის გაერთიანების იდეას სერიოზულად არც კი განვიხილავთ — ბოკერია უგულავას ინიციატივაზე

8 თებერვალი, 2022 • 799
ამ ტიპის გაერთიანების იდეას სერიოზულად არც კი განვიხილავთ — ბოკერია უგულავას ინიციატივაზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პარტიაში არც კი განიხილავენ იდეას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება მის სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს.

აღნიშნული იდეის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა გიგი უგულავამ დღეს, 8 თებერვალს, ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

ბოკერიას თქმით, გაერთიანება, რომელიც არ ემყარება ღირებულებებსა და შეხედულებებს, ქვეყანას დიდ წარუმატებლობას მოუტანს.

„პოლიტიკური გაერთიანება უნდა ემყარებოდეს ღირებულებებსა და შეხედულებებს. ნებისმიერი სხვა ტიპის გაერთიანება ან თვითონ არის წარუმატებლობისთვის განწირული, ან ქვეყანას მოუტანს წარუმატებლობასა და კატასტროფას, ამის მაგალითია „ქართული ოცნება“, ამიტომ ამ იდეას სერიოზულად არც კი განვიხილავთ ჩვენ „ევროპულ საქართველოში“, – განაცხადა ბოკერიამ.

გიგი უგულავა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება მის სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს.

ამის შესახებ უგულუვა თავის ვრცელ პოსტში საუბრობს, სადაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და გამოსავლის გზებს მიმოიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი