ახალი ამბები

ნუ შეგვეშინდება შიდა ოპოზიციური დისკუსიის — უგულავას ღია წერილი

8 თებერვალი, 2022 • 958
ნუ შეგვეშინდება შიდა ოპოზიციური დისკუსიის — უგულავას ღია წერილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ღია წერილს აქვეყნებს, სადაც იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ქართულ ოპოზიციას.

უგულავას აზრით, ამ პრობლემების იდენტიფიცირებისა და გამოსავლის საძიებლად აუცილეებლია შიდაოპოზიციური დისკუსიის წამოწყება და ერთგვარი დაჯგუფება, განსაკუთრებით წვრილი პარტიებისა. უგულავას მიაჩნია, რომ სწორე ახლებური გადაჯგუფებით არის შესაძლებელი ძალების იმგვარად კონსოლიდირება, რომ შესაძლებელი გახდეს არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ შეცვლა.

„ოცნება სულ უფრო სწრაფად ჩაეფლობა საკუთარ ტკბილ უბედურებაში. ის კრიზისიდან ვერ გამოვა. ოცნება შეეცდება ქრონიკულ კრიზისში იარსებოს და ამყოფოს ქვეყანა. ამიტომ, ჩემი აზრით, ოპოზიციის სწორი გადაჯგუფებით, შიდაოპოზიციური, საგნობრივი დებატებით, საერთო კონტურების გამოკვეთით მივალთ იმ ფორმამდე რომ დავამარცხოთ ქართული ოცნება.

წამოვიწყოთ შიდა ოპოზიციური დისკუსიები, როგორ უნდა მივიდეთ გამარჯვების სწორ ალგორითმამდე. რა უნდა გააკეთოს ამისთვის ცალკე ენმ-მ, და ცალკე სხვა პატარა პარტიებმა. ნუ შეგვეშინდება შიდა ოპოზიციური დისკუსიის. ის ყველა შემთხვევაში სჯობს შიდა ოპოზიციურ დაპირისპირებას,“ — წერს უგულავა პირად ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ ღია წერილში.

გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმების წართმევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ახალი პოლიტიკური ჯგუფი, ე.წ. ჰალსტუხიანთა პარტია, რომლის შემადგენლობაში იქნებოდნენ გახარიას გუნდი, გიორგი მარგველაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ლელო, ირაკლი ალასიანია, გიორგი ვაშაძე და დავით ბაქრაძე. მისი აზრით, ქართული ბიზნესისა და სახელმწიფო მოხელეთა ამგვარ ერთობა „რეალურად შეუძლია ხმები წაართვას ოცნებას“.

მისი ღია წერილი სრულად ნახეთ უგულავას პირად გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი