ახალი ამბები

ფოთის კოლხეთსა და მამუკა ჯუღელს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს

3 თებერვალი, 2022 • 1517
ფოთის კოლხეთსა და მამუკა ჯუღელს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს

შესაძლოა, საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი ფოთის „კოლხეთის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მფლობელი გახდეს.

ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია დაუდასტურეს საფეხბურთო კლუბ ფოთის „კოლხეთშიც“, სადაც ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები, თუმცა კონკრეტული დეტალების შესახებ საუბარი ჯერ არ შეუძლიათ.

„ჯერჯერობით ყველა საკითხი არ არის შეთანხმებული. გუნდის გადაბარება რთულ სამუშაოებს მოითხოვს. შესათანხმებელია დეტალები. სურვილი აქვს ბატონ მამუკას და ამას ვადასტურებთ, მაგრამ იგი ოფიციალურად ჯერ „კოლხეთში“ არ არის“, – განუცხადეს ნეტგაზეთს კლუბში.

მამუკა ჯუღელი ძირითადად რუსეთში მოღვაწე ქართველი საფეხბურთო აგენტია. ის არის ქართველი ფეხბურთელების, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის აგენტი.

ამჟამად კოლხეთი საქართველოს მე-3 ლიგაში თამაშობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი