ახალი ამბებიეკონომიკა

სებმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5 პროცენტზე დატოვა

2 თებერვალი, 2022 • 1706
სებმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5 პროცენტზე დატოვა

2022 წლის 2 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 10.5 პროცენტს შეადგენს.

ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი გასულ წელს, 8 დეკემბერს გაიზარდა, რითაც განაკვეთზე მიბმული სესხების მომსახურება 100 000-ზე მეტ მოქალაქეს გაუძვირდა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 30 მარტს ჩატარდება.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დამოკიდებულია, მათ შორის, ქვეყანაში ინფლაციის დონეზე.

როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი ან უცვლელი რჩება, ან მცირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი