ახალი ამბები

კვლავ მხარს ვუჭერთ ნატოს ღია კარის პოლიტიკას – ბლინკენი

26 იანვარი, 2022 • 863
კვლავ მხარს ვუჭერთ ნატოს ღია კარის პოლიტიკას – ბლინკენი

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკა კვლავ მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას.

“ეს (ღია კარის პოლიტიკის განსაზღვრა) შეეხება ნატოს, და არამხოლოდ, და მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს… მაგრამ ჩვენი მხრიდან არ შემიძლია ვიყო უფრო ცხადი, ნატოს კარი ღიაა, რჩება ღიად და ეს არის ჩვენი მისწრაფება”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ბლინკენმა რუსეთის მიერ დასავლეთისადმი წამოყენებულ მოთხოვნეზე წერილობითი პასუხის გაგზავნის შესახებ ისაუბრა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკვე მიიღეს ამერიკისგან წერილობითი პასუხი მათ მიერ წამოყენებულ უსაფრთხოების გარანტიებზე.

რუსეთი თასავლეთისგან  მოითხოვს ნატოში ახალი წევრი სახელმწიფოების მიღების შეჩერებასა და აღმოსავლეთ ევროპიდან ძალების გაყვანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი