ახალი ამბები

შსს-სთან სტიკერის გაკვრისთვის ნატა ფერაძე დააკავეს

25 იანვარი, 2022 •
შსს-სთან სტიკერის გაკვრისთვის ნატა ფერაძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს.

შსს-სთან, სადაც პოლიციის ძალადობას აპროტესტებენ, აქციის მონაწილეები ასფალტზე და ბოძებზე აკრავდნენ სტიკერებს, წარწერებით: „არა მილიაციას“, „ლუკა სირაძე“, „დემურ სტურუა“, „ლევან აბზიანიძე“, „ლექსო ლაშქარავა“. პოლიცია აქციის მონაწილეებს სტირეკების გაკვრის უფლებას არ აძლევდა, მათ შორის, გააფრთხილა ნატა ფერაძე, არ გაეკრა სტიკერი. სამოქალაქო აქტივისტმა მაინც სცადა სტიკერის გაკვრა, რისთვისაც ის დააკავეს.

აქციის მონაწილეები პოლიციის ძალადობას აპოტესტებენ. აქცია დაიგეგმა ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი არასრულწლოვან შშმ პირს.

მეტროში შშმ მოზარდის ცემის საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი