ახალი ამბები

ბაიდენმა მოუბოდიშა ჟურნალისტს, რომელსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

25 იანვარი, 2022 •
ბაიდენმა მოუბოდიშა ჟურნალისტს, რომელსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Fox News-ის ჟურნალისტს, რომელსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მოსაბოდიშებლად დაურეკა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შემთხვევა 24 იანვარს ,თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დასრულებისას მოხდა, როდესაც ჟურნალისტები დარბაზს ტოვედნენ. Fox News-ის ჟურნალისტი პიტერ დუსი კითხვას უსვამდა ჯო ბაიდენს ინფლაციასთან დაკავშირებით.

„ინფლაციაზე კითხვას უპასუხებთ? ფიქრობთ თუ არა, რომ ინფლაცია არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა შუალედური არჩევნების წინ?“ — ჰკითხა ჟურნალისტმა ჯო ბაიდენს.

„ეს დიდი აქტივია… მეტი ინფლაცია… სულელი ნაბიჭვარი“, – თქვა ჟურნალისტის პასუხად ბაიდენმა. ამ დროს მედია დარბაზს ტოვებდა.

მოგვიანებით პიტერ დუსიმ Fox-ზე თქვა, რომ ინციდენტიდან ერთ საათში ჯო ბაიდნენმა მას მოსაბოდიშებლად დაურეკა.

„არაფერი პირადული, მეგობარო“, — უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტს.

ჟურნალისტის თქმით, ბაიდენთან საუბარმა ვითარება განმუხტა და ის მომავალშიც გააგრძელებს პრეზიდენტისთვის მოულოდნელი შეკითხვების დასმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი