ახალი ამბები

ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით — ზალკალიანი

23 იანვარი, 2022 • 1107
ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით — ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტში ის აღნიშნავს:

“ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია.

საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით”.

მანამდე, თბილისში უკრაინისადმი სოლიდარობის აქცია იმართება. აქტივისტები, პოლიტიკოსები და სხვა მოქალაქეები უკრაინის საელჩოსთან დროშებითა და სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით შეიკრიბნენ.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების ფონზე, არსებობს მზარდი შიშები, რომ რუსეთი ქვეყანაში შეჭრას გეგმავს. მოსკოვი აღნიშნულს უარყოფს.

ამავე თემაზე:

მოსკოვი უკრაინაში პრორუსული ხელისუფლების დასმას გეგმავს — დიდი ბრიტანეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი