ახალი ამბები

აჭარაში გახარიას პარტიის 14-მა წევრმა პარტია დატოვა

21 იანვარი, 2022 •
აჭარაში გახარიას პარტიის 14-მა წევრმა პარტია დატოვა

ექსპერმიერი გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, აჭარის ორგანიზაციის 14-მა წევრმა გახარიას გუნდი დატოვა.

მათ ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ სპეციალურ ბრიფინგზე გამოაცხადეს.

ისინი პარტიის აჭარის რეგიონურ ლიდერს, ირაკლი მიქელაძეს „ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებაში“ ადანაშაულებენ.

ერთ-ერთმა მათგანმა, ტარიელ ქათამაძემ განაცხადა, რომ პარტიის 25-დან 14 დამფუძნებელი „კატეგორიულად ემიჯნება“ მიქელაძის „პრონაციონალურ პოლიტიკას“ და პარტიას ტოვებს.

ვრცლად:

გარეკანის ფოტო: აჭარის მაუწყებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი