ახალი ამბები

კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა და 27 გარდაცლილი – 20 იანვარი

20 იანვარი, 2022 •
კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა და 27 გარდაცლილი – 20 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 27 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 3 043 პირი.

დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 16.58%-ს მიაღწია. ჯერ კიდევ გუშინ, 19 იანვარს, ეს მაჩვენებელი 13.72% იყო, გამოვლენილი შემთხვევები კი 8 728-ია.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 306 კვლევა ტესტით. 19 იანვარს საქართველოში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დასვენების დღე იყო, რის გამოც, სამუშაო დღეებთან შედარებით, მცირე რაოდენობით კვლევა ჩატარდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 3742,
  • აჭარა – 903,
  • იმერეთი – 510,
  • ქვემო ქართლი – 196,
  • შიდა ქართლი – 238,
  • გურია – 92,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 211,
  • კახეთი -187,
  • მცხეთა-მთიანეთი – 130,
  • სამცხე-ჯავახეთი – 134,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, 61 080, საიდანაც 4 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 010 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 276 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 021 943. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 14 582 პირი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი