შვეიცარიის დროშა. ფოტო: EPA/SALVATORE DI NOLFI

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.

შვეიაცრია აღიარებს ევროკავშირის/EFTA-ს ქვეყნების და მესამე ქვეყნების მიერ გაცემული სერტიფიკატებს, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის სისტემასთან. თუმცა მხოლოდ მწვანე პასპორტი ქვეყანაში შესვლის უფლებას არ იძლება და შვეიცარიაში ჩამსვლელმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიცვან სავალდებულო ტესტირების მოთხოვნა.