ახალი ამბები

ენმ-მ პარტიის ახალი სამდივნო წარადგინა

18 იანვარი, 2022 • 2088
ენმ-მ პარტიის ახალი სამდივნო წარადგინა

დღეს, 18 იანვარს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალი სამდივნო წარადგინა. პარტიას, ჯამში, 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი ეყოლება.

ენმ-ის ახალი სამდივნოების ხელმძღვანელების სია ასე გამოიყურება:

1. გენერალური მდივანი – პეტრე ცისკარიშვილი

2. გენერალური მდივნის მოადგილე – ადმინისტრაციული საკითხების მდივანი – ზურა მელიქიშვილი

3. საგარეო საკითხთა მდივანი – თინათინ ბოკუჩავა

4. ანალიტიკური საქმიანობის მდივანი- გიორგი თარგამაძე

5. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მდივანი – დიმიტრი ჩიქოვანი

6. რეგიონალური მდივანი – გიორგი ბოტკოველი

7. საორგანიზაციო მდივანი – ბაჩო დოლიძე

8. იურიდიულ და საარჩევნო საკითხების მდივანი – ლევან ბეჟაშვილი

9. სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი – ნიკა ობოლაძე

10. სტრატეგიული განვითარების და რეფორმების მდივანი – ანა გოგოლაძე

11. ანტიკორუფციული საკითხების მდივანი – ლევან ხაბეიშვილი

12. პოლიტიკური მდივანი – აკაკი მინაშვილი

13. მედიასთან ურთიერთობის მდივანი – გიორგი პატარაია


ენმ-ის პოლიტსაბჭოში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ 10 იანვარს პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობა, რომელსაც ამ დრომდე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ითავსებდა, ენმ-ის ძველმა წევრმა, კობა ნაყოფიამ გადაიბარა. როგორც ნიკა მელიამ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში, სტრუქტურულად გაუმართავი პარტია იყო.

უფრო ვრცლად ენმ-ში მიმდინარე ცვლილებების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ნიკა მელიასთან ინტერვიუ:

რა ხდება „ნაცმოძრაობაში“? — ინტერვიუ ნიკა მელიასთან

მასალების გადაბეჭდვის წესი