ახალი ამბები

კობახიძე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობის ერთ წელს აჯამებს

17 იანვარი, 2022 • 1594
კობახიძე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობის ერთ წელს აჯამებს

ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ერთწლიან მუშაობას აფასებს და 4 მიღწევას ასახელებს.

„გუშინ, 16 იანვარს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დავიკავე. ერთი წლის თავზე გვაქვს შემდეგი შედეგები:

  • დასრულდა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაიმყარა ლეგიტიმაცია;
  • ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერი, ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, ღირსეული დედაქალაქის მერი და მმართველი გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს;
  • რადიკალური ოპოზიცია, რომლის ლიდერი დამსახურებულ სასჯელს იხდის, უკიდურესად დასუსტდა და აღარ აქვს შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს სიმტკიცეს;
  • მმართველი გუნდი იცავს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო და საპარლამენტო სუვერენიტეტს, მთავრობამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო“, — წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

კობახიძის თქმით, უხარია, რომ ამ შედეგების დადგომაში პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან საკუთარი წვლილი შეიტანა.

ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი