ახალი ამბები

ჰიბრიდული კლინიკების ნაწილი სომატური პრობლემების მართვას დაუბრუნდება — გაბუნია

14 იანვარი, 2022 •
ჰიბრიდული კლინიკების ნაწილი სომატური პრობლემების მართვას დაუბრუნდება — გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსისთვის მობილიზებული საწოლების ნაწილი სომატური შემთხვევების მართვას დაუბრუნდება. ამის შესახებ გაბუნიამ დღეს, 14 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, კორონავირუსის მართვისთვის მობილიზებული იქნება 8 000-მდე საწოლი:

“საწოლების ნაწილი დაუბრუნდება სომატური შემთხვევების მართვას, რადგან მიმდინარე პერიოდში აშკარად გამოიკვეთა არაკოვიდ პრობლემების სიმწვავე და მათი მართვის აუცილებლობა. ამდენად, კლინიკების ნაწილი, რომლებიც ჰიბრიდულ რეჟიმში ახორციელებდნენ კოვიდის მართვას, დაუბრუნდება სომატური პრობლემების მართვას, ანუ სხვა პრობლემების მართვას, რომელიც არ არის დაკავშირებული კოვიდმიზეზებთან”, — განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, 8 000 საწოლი საკმარისია იმისთვის, რომ ჰოსპიტალური სექტორი კორონავირუსის მზარდი შემთხვევების პირობებში დატვირთვას გაუმკლავდეს. გაბუნიას განცხადებით, ამჟამად ჰოსპიტალური სექტორი 50%-ით არის დატვირთული და საწოლების დიდი ნაწილი თავისუფალია.

ამასთან, გაბუნიას განცხადებით, გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის ქსელი და მომდევნო კვირიდან არსებულ 62 ონლაინ კლინიკას კიდევ 40 დაემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი