ახალი ამბები

ჯანმო: მომავალ კვირებში ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ომიკრონით დაინფიცირდება

12 იანვარი, 2022 • 1198
ჯანმო: მომავალ კვირებში ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ომიკრონით დაინფიცირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო] ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ მომავალ კვირებში ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტს დააავადებს.

როგორც ჯანმოს ევროპის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ჰანს კლიუგე განმარტავს, 2022 წლის პირველ კვირაში ევროპაში „ომიკრონის“ 7 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ამ მონაცემებით, Institute for Health Metrics and Evaluation-ის [ჯანდაცვის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტი] პროგნოზის თანახმად, მომდევნო 6-8 კვირაში რეგიონშიმოსახლეობის 50%-ზე მეტი დაინფიცირდება „ომიკრონით“,“ – ამბობს კლიუგე.

ჰანს კლიუგე ასევე დასძენს, რომ ჯერჯერობით ნაადრევია „ომიკრონს“  „მოვეპყროთ, როგორც გრიპისმაგვარ დაავადებას“.


„ომიკრონის“ შემთხვევები საქართველოში პირველად 2021 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში [NCDC] აცხადებენ, ჯერჯერობით, „ომიკრონით“ ინფიცირებულ არცერთ პაციენტს რეანიმაციული დახმარება არ დასჭირვებია.

NCDC-ს ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ომიკრონის 621 შესწავლილი შემთხვევიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 11-ს დასჭირდა, რომელთაგან 7 ადამიანი, 11 იანვრის მდგომარეობით, კლინიკებიდან უკვე გაწერილი იყო. გამყრელიძის ინფორმაციითვე, მათ უმეტესობას სხვა ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.

ომიკრონის 621 შემთხვევიდან 11-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, 7 უკვე გაეწერა – გამყრელიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი