თებერვალში შესაძლოა, დღიურად ომიკრონის 60 ათასამდე შემთხვევა გვქონდეს — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თებერვლის დასაწყისში საქართველოში „ომიკრონის“ დღიურმა რაოდენობამ შესაძლოა, 60 ათასს მიაღწიოს. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ გამყრელიძემ ჟურნალისტების რამდენიმე კითხვას უპასუხა, მათ შორის, ქვეყანაში არსებული სიტუაციაც მიმოიხილა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გაიზარდა ცხელ ხაზსა და ონლაინ კლინიკებში მიმართვიანობა, რაც „ომიკრონის“ შემთხვევების მატებას უკავშირდება … ვრცლად თებერვალში შესაძლოა, დღიურად ომიკრონის 60 ათასამდე შემთხვევა გვქონდეს — გამყრელიძე