ახალი ამბები

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი გარდაიცვალა

11 იანვარი, 2022 • 2060
ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი გარდაიცვალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სასოლის პრესსპიკერი ავრცელებს.

სასოლი იტალიაში, ავიანოს საავადმყოფოში, გარდაიცვალა. საავადმყოფოში დეკემბერში იმუნურ სისტემასთან დაკავშირებით სერიოზული გართულებების გამო იყო მოთავსებული და ამის გამო მას ოფიციალური საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა.

იტალიელი ყოფილი ჟურნალისტი დავიდ სასოლი ევროპარლამენტის წევრი 2009 წელს გახდა და სოციალისტების და დემოკრატების ალიანსის წევრი იყო. 2019 წელს კი სასოლი ევროპარლამენტის პრეზიდენტი გახდა. მას აღნიშნულ პოსტზე ვადა ეწურებოდა და იანვარში ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა იყო დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი