ახალი ამბები

შევიდე პარლამენტში? – ნათელაშვილი გამოკითხვას ატარებს

10 იანვარი, 2022 •
შევიდე პარლამენტში? – ნათელაშვილი გამოკითხვას ატარებს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გამოკითხვას ატარებს, უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში. ამის შესახებ პოსტი ნათელაშვილმა ფეისბუკის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დღეს, 10 იანვარს გამოაქვეყნა.

“მას შემდეგ, რაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლით აზრი დაუკარგა ბოიკოტს, ფიქრობთ თუ არა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ უნდა გამოიყენოს თავისი მანდატი და შესაბამისად, მე შევიდე პარლამენტში?”, – წერს ნათელაშვილი.

“ლეიბორისტულმა პარტიამ” ერთი მანდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოიპოვა, თუმცა მაშინ პარტიის თავმჯდომარე ოპოზიციის საერთო ბოიკოტს შეუერთდა და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი