საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 622 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 28 ადამიანი.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 126 პირი და ჩატარდა 27 539 ტესტირება. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.65%.
ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 1 597
- აჭარა – 343
- იმერეთი – 179
- ქვემო ქართლი – 84
- შიდა ქართლი – 111
- გურია – 48
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78
- კახეთი – 101
- მცხეთა-მთიანეთი – 48
- სამცხე – ჯავახეთი – 30
- რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3
სულ საქართველოში კორონავირუსის 953 410 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 910 540 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 14 128 ადამიანი.