ახალი ამბები

ომიკრონის 600 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად

7 იანვარი, 2022 • 2002
ომიკრონის 600 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა „ომიკრონის“ შტამის 600 შემთხვევა.

შედარებისთვის, 2 დღის წინ დადასტურებული იყო ასეთი 159 შემთხვევა.

სამედიცინო სფეროს ექსპერტები, მათ შორის NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ამბობენ, რომ რეალურად შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია – „ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ 3-4-ზე, რომ დავასახელოთ ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი. „ომიკრონის“ გავრცელების მაჩვენებელი რეალურად 3-4-ჯერ მეტია“.

საქმე ის არის, რომ კორონავირუსის შტამის დადგენას სჭირდება ან სპეციალური პისიარ ტესტი, ან ლაბორატორიული კვლევა. ყველა შემთხვევას კი ამგვარი კვლევა არ უტარდება.

იანვარში შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად გაიზრდება „ომიკრონის“ გამო – გამყრელიძე


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი