ახალი ამბები

კორონავირუსის 4234 ახალი შემთხვევა და 46 გარდაცვლილი – 7 იანვარი

7 იანვარი, 2022 •
კორონავირუსის  4234 ახალი შემთხვევა და 46 გარდაცვლილი – 7 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 727 ადამიანი, ჩატარდა 45 006 ტესტირება. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.61%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.17%.

ქვეყნის მასშტაბით ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 2 249
  • აჭარა – 495
  • იმერეთი – 457
  • ქვემო ქართლი – 164
  • შიდა ქართლი – 199
  • გურია – 147
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 196
  • კახეთი – 158
  • მცხეთა – მთიანეთი – 93
  • სამცხე – ჯავახეთი – 53
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23

საქართველოში სულ გამოვლინდა კორონავირუსის 953 410 შემთხვევა, რომელთაგან 910 540 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 128 გარდაიცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი