ახალი ამბები

ОДКБ ყაზახეთში სამშვიდობოებს გზავნის

6 იანვარი, 2022 • 2905
ОДКБ ყაზახეთში სამშვიდობოებს გზავნის

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) ყაზახეთში სამშვიდობოებს გააგზავნის. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ორგანიზაციის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ – ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მან ეს განცხადება დღეს, 6 იანვარს, ყაზახეთში მთავრობის მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ მიმართული ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შემდეგ გაავრცელა.

„ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის მომართვისა და ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინაშე არსებული რისკების გათვალისწინებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (კუხო) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული ვადით გაგზავნოს სამშვიდობო ძალები“, – წერია ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში.


ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები საწვავის ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო, თუმცა მალევე ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.

მომიტინგეებმა სხვადასხვა ქალაქში უკვე დაიკავეს სამთავრობო შენობების ნაწილი.

ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ წუთებში ქვეყანაში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მიმართული ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.

ალმათიში დემონსტრანტების წინააღმდეგ „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი