ახალი ამბები

მიმდინარეობს ანალიზი, შესაძლოა გადასახადები გადაანგარიშდეს – თელმიკო

5 იანვარი, 2022 • 3660
მიმდინარეობს ანალიზი, შესაძლოა გადასახადები გადაანგარიშდეს – თელმიკო

„თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ [„თელმიკო“] აცხადებს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მრიცხველებიდან მიღებული ჩვენების ანალიზი და შესაძლოა, მოხდეს გადასახადების გადაანგარიშება.

„შეგახსენებთ, რომ სემეკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან შეიცვალა მრიცხველის წაკითხვის პერიოდი და ელექტროენერგიის გადახდის ვადა.

„აღრიცხვის ახალ მოდელზე გადასასვლელად, 2021 წლის დეკემბრის ბოლოს სს „თელასმა“ მრიცხველებიდან აიღო ჩვენება, მიღებული ჩვენებების საფუძველზე „თელმიკოს“ მიერ მომზადდა და დაიგზავნა ქვითრები.

ჩვენების აღების პროცესში შესაძლოა გამოვლინდეს უზუსტობები. ამ დროისთვის მიმდინარეობს ჩვენებების დეტალური ანალიზი, შეცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება გადასახადების გადაანგარიშება. ამასთან ერთად, გადასახადის კორექტირების პროცესში, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა არ მოხდება“, – წერს კომპანია.


ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ასობით მოქალაქე წერს, რომ კომუნალური გადასახადები – მათ შორის, ელექტროენერგია, საგრძნობლად გაეზარდათ.

სემეკის გადაწყვეტილებით, ახალი ცვლილების თანახმად, აბონენტებს 2 ქვითარი მოუვიდათ: ერთი, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო ნოემბრისა და დეკემბრის დასაწყისის ელექტროენერგიის გადასახადი, ხოლო მეორე- დეკემბრის ბოლოს, რომელშიც უნდა ასახულიყო დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი.

მოქალაქეები ამბობენ, რომ არა მხოლოდ ორი ქვითარი მიიღეს, არამედ გადასახადიც გაეზარდათ.

ვრცლად წაიკითხეთ:

როგორ აისახება ბიზნესისთვის გაძვირებული დენი მოსახლეობაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი