ახალი ამბები

24 საათში „ომიკრონის“ კიდევ 9 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად

5 იანვარი, 2022 •
24 საათში „ომიკრონის“ კიდევ 9 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად

თბილისში ბოლო 24 საათის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურდა „ომიკრონის“ კიდევ 9 შემთხვევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, 4 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 159 შემთხვევა. 3 იანვარს დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 148 იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით „ომიკრონის“ მხოლოდ 159 შემთხვევაა დადასტურებული, ექიმები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, იმუნიზაციის ეროვნულ საბჭოში, ამბობენ, რომ შემთხვევები რეალურად გაცილებით მეტია.

საქმე ის არის, რომ კორონავირუსის ახალი შტამის დასადგენად საჭიროა სპეციალური ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ყველა დადასტურებულ შემთხვევას არ უტარდება.

გაზრდილი სტატისტიკის უკან, სავარაუდოდ, უკვე ომიკრონი დგას – ჩხაიძე


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 32 ადამიანი.

კორონავირუსის 3436 ახალი შემთხვევა და 32 გარდაცვლილი – 5 იანვარი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი