საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 32 ადამიანი.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 805 ადამიანი, ჩატარდა 40 377 ტესტირება, შესაბამისად, 4 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.84%.
ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 1 676
- აჭარა – 360
- იმერეთი – 407
- ქვემო ქართლი – 190
- შიდა ქართლი – 205
- გურია – 123
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 164
- კახეთი – 185
- მცხეთა-მთიანეთი – 67
- სამცხე – ჯავახეთი – 51
- რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8
საქართველოში სულ გამოვლინდა კორონავირუსის 945 609 შემთხვევა, რომელთაგან 906 708 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 041 გარდაიცვალა.







