ადვოკატის თქმით, ბექა ვარდოსანიძე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 31 დეკემბერს დააკავა.
ბექა ვარდოსანიძე, ულტრამემარჯვენე აქტივისტი, პოლიციაში გამოკითხვაზე პირველი არხის ჟურნალისტის გამო დაიბარეს, რადგან ქეთი თუთბერიძემ ვარდოსანიძე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლასა და კიბერბულინგში დაადანაშაულა.
“პოლიციაში შევედით, მოგვიწია ცოტა ლოდინი. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები. ჩვენ ვიყავით მისული იქ ჟურნალისტის მიერ განცხადების შეტანის საფუძველზე. თუმცა როგორც პოლიციის უფროსმა განმიმარტა, მოხდა ბექას დაკავება პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, რაც ითვალისწინებს ფულად ჯარიმას და არა ჟურნალისტის განცხადების გამო”, – განაცხადა ადვოკატმა თემურ ლომიძემ.
გავრცელებულ ვიდეოში ვარდოსანიძის დაკავებაზე იუწყება ზვიად ტომარაძეც.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა უწყება ჯერჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას რა მიზეზით არის დაკავებული ვარდოსანიძე და არის თუ არა საერთოდ დაკავებული.




