ახალი ამბები

ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფო ინსპექტორს სოლიდარობას უცხადებენ

30 დეკემბერი, 2021 • 2726
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფო ინსპექტორს სოლიდარობას უცხადებენ

ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და მის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას სოლიდარობას უცხადებენ და სახელმწიფოს მისი გაუქმების პროცესის შეწყვეტისკენ და პროცესის გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ განცხადება გუშინ, 29 დეკემბერს გავრცელდა.

უმცირესობების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმება არ არის რეალური რეფორმის ნაწილი და ის დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებას ისახავს მიზნად.

“ჩვენს მეხსიერებაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებას ხელისუფლება უბრალოდ აუქმებს ჯეროვანი და ლეგიტიმური განმარტების და დემოკრატიული ჯგუფების და საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებისა და კრიტიკის გარეშე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებულ ბერკეტს წარმოადგეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების კონტექსტში. სწორედ ამის გათვალისწინებით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამართული უწყება, რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უმცირესობების წარმომადგენლები ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რომ კანონპროექტი ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას დაინიცირდა და მისი დროული და სათანადო ინფორმირება ამ საკითხზე არ მოხდა.

“ჩვენ, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, პერსონალურ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს ინსპექტორს, ქ-ნ ლონდა თოლორაიას და მადლობას მოვახსენებთ გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის

განცხადების ავტორები ხელისუფლებას მოუწოდებენ:

1. შეწყვიტოს მიზანმიმართული დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების დემონტაჟი და იყოს ორიენტირებული საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების რეალურ დაცვაზე.

2. მოუსმინოს საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და წარმართოს გამჭვირვალე პროცესი, რომელიც არსებული გარემოს გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული”, – წერია

ამასთანავე, ვაღიარებთ რა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ როლს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

  • შეწყვიტოს მიზანმიმართული დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების დემონტაჟი და იყოს ორიენტირებული საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების რეალურ დაცვაზე.
  • მოუსმინოს საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და წარმართოს გამჭვირვალე პროცესი, რომელიც არსებული გარემოს გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული”, – წერია

განცხადებას ხელს აწერს:

ზაზა მიქელაძე
სამირა ბაირამოვა
ელდარ ჯავახიძე
მაია რიჟვაძე
გიორგი დეკანაძე
იზოლდა ხოშორაძე
შოთა დეკანაძე
მარო დეკანაძე
თამარა ხოშორაძე
მალხაზ ხოშორაძე
ბეჟან დეკანაძე
ნესტან ანანიძე
ლია დეკანაძე
ლელა დეკანაძე
ლადო დეკანაძე
ავთანდილ შავაძე
ჰურიე აბაშიძე
ჯემალ საგინაძე
მათე სარალიშვილი
ოქტაი ქაზუმოვი
ნინო ართმელაძე
ბანიამინ კასიმ ოღლუ
ქამრან მამედლი
აითაჯ ხალილლი
რაბილ ისმაილ
სემა სადიკ
აიჰან ჰასანლი
ფარიდ ასკერ
ალი მამედლი
Სულხან ბორძიკაშვილი
ტიგრან თარზიანი
გურამ ვაშაყმაძე
სეიდ მირთაგი ასადოვი
თამთა თავართქილაძე
შენგელი ტოხოსაშვილი
რამზან გორგიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი