ახალი ამბები

რიყის დოქები ფასდაკლებით იყიდება

29 დეკემბერი, 2021 • 3424
რიყის დოქები ფასდაკლებით იყიდება

პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, თბილისის ცენტრალურ და ტურისტულად აქტიურ ზონაში მდებარე ე.წ „რიყის დოქები“ ფასდაკლებით იყიდება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, „რიყის დოქების“ ფასი ელექტრონულ აუქციონზე 30 მილიონი ლარია.

რიყის ტერიტორიაზე დოქების მსგავსი ორი შენობა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ პროგრამის “ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის” ფარგლებში გასაყიდად ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში, პანდემიის დაწყებამდე 95 მლნ ლარად გამოიტანა, თუმცა რიყის ტერიტორიაზე  არსებული 14.5 ათასი კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ვერ გაიყიდა.

2020 წლის დასაწყისში ეკონომიკის მინისტრმა ფასი იმით ახსნა, რომ რიყეზე მდებარე ამ ორი შენობის აშენება 2012 წელს საკმაოდ ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს [75 მლნ]. ამას გარდა, ნათია თურნავამ ასევე თქვა, რომ აუქციონით მთავრობა გატესტავდა, რამდენად რეალური იყო ეს ფასი.

ე.წ. რიყის დოქები ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ჯამში, 4-ჯერ ჰქონდა აუქციონზე გამოტანილი. ბოლოს- 47.5 მლნ ლარად, თუმცა 17 მაისს აუქციონი უშედეგოდ დასრულდა და დაუმთავრებელი რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა.

“რიყის დოქები” ვერ იყიდება, რა შეიძლება მოეწყოს იქ? – მოსაზრებები

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი