ახალი ამბები

ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი მესამე კომიტეტმაც დაუჭირა

28 დეკემბერი, 2021 • 2424
ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი მესამე კომიტეტმაც დაუჭირა

პარლამენტის სამმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას.

საკითხს, რომელსაც მანამდე მხარი საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა დაუჭირა, იურიდიულმა კომიტეტმაც გამოუცხადა მხარდაჭერა.

სხდომები დღეს, 28 თებერვალს გაიმართა, სადაც დაჩქარებული წესით განიხილეს სადავო კანონპროექტი.

დღეს პარლამენტში იყო მისული აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, რომელიც მმართველი გუნდის დეპუტატებს შეხვდა სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით. ელჩმა „ოცნებას“ მოუწოდა, დაჩქარებულად არ განეხილათ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხი, რაზეც დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ პარლამენტი „სუვერენულ გადაწყვეტილებას“ მიიღებდა.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაა. „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება:

სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.

კანონპროექტს დაჩქარებულად განიხილავს პარლამენტი. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. ამის შესახებ მან 27 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი