ახალი ამბებისაზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა პაპუაშვილი იქნება

24 დეკემბერი, 2021 • 1327
პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა პაპუაშვილი იქნება

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა პაპუაშვილი იქნება.

ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარმე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

“შალვას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ის არის სამართლის დოქტორი. სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს გერმანიაში. წლებსი განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე — უნივერსიტეტებში, პროფესორის თანამდებობაზე. დღემდე შალვა იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმატებული თავმჯდომარე და აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში”, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ შალვა პაპუაშვილმა, როგორც პარტიის კომუნიკაციების მდივანმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არჩევნებზე “ქართული ოცნების” წარმატებაში.

განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს გიორგი ამილახვარის კანდიდატურა წარედგინება.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობას ტოვებს.

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი