ახალი ამბები

აბაშის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მანდატი დატოვა

24 დეკემბერი, 2021 • 3153
აბაშის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მანდატი დატოვა

აბაშის საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან მაკალათია გადადგა და დეპუტატის მანდატზეც უარი თქვა.

როგორც  „ნეტგაზეთს“ აბაშის საკრებულოს აპარატის უფროსმა გოჩა ხურცილავამ განუცხადა, მაკალათია პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა და მიზეზი არ დაუსახელებია. მაკალათიას  უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღეს.

ლევან მაკალათია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. ვინ იქნება საკრებულოს ახალი თავმჯდომარე, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი