საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 68 ადამიანი.
ამასთანავე, დღესდღეობით საქართველოში მძიმე 1 336 პაციენტია, რომელთაგან 309 იმყოფება სუნთქვით აპარატზე.
ამავე პერიოდში, გამოჯანმრთელდა 3 767 ადამიანი, ჩატარდა 43 437 ტესტირება. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.94%.
ქვეყნის მასშტაბით ახალი შემთხვები ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 1 074
- აჭარა – 149
- იმერეთი – 291
- ქვემო ქართლი – 89
- შიდა ქართლი – 142
- გურია – 79
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 113
- კახეთი – 111
- მცხეთა – მთიანეთი – 70
- სამცხე – ჯავახეთი – 26
- რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20
საქართველოში სულ დადასტურდა კორონავირუსის 918 641 შემთხვევა, რომელთაგან 873 178 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 13 289.