ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ საახალწლო ღონისძიებათა ნაწილი ან გააუქმონ, ან გადადონ.
ბრიფინგზე გებრიესუსმა განაცხადა, რომ ნორმალური ცხოვრებისკენ დასაბრუნებლად ყველაზე სწრაფი გზა რთული გადაწყვეტილებების მიღებაა, როგორც ქვეყანათა ლიდერებისთვის, ასევე ინდივიდუალურად – „რაც ზოგიერთ შემთხვევაში, ღონისძიებათა გაუქმებას ან გადადებას შეიძლება ნიშნავდეს“.
„გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული ცხოვრება. უმჯობესია, თუ ჩვენ ახლა გავაუქმებთ [ღონისძიებებს] და ვიზეიმებთ შემდგომ, ვიდრე ვიზეიმოთ ახლა და ვიგლოვოთ შემდეგ“ ,- დასძინა მან.
მისივე თქმით, თუ ჩვენ გვინდა, რომ პანდემია მომავალი წლისთვის დასრულდეს, 2022 წლის მეორე ნახევრამდე ყველა ქვეყნის მოსახლეობის 70% აცრილი უნდა იყოს.