ახალი ამბები

გამოვლინდნენ ქარტიის პრიზის გამარჯვებულები, აირჩიეს საბჭოს ახალი წევრები

18 დეკემბერი, 2021 • 1697
გამოვლინდნენ ქარტიის პრიზის გამარჯვებულები, აირჩიეს საბჭოს ახალი წევრები

18 დეკემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო ონლაინ-კრებაზე ქარტიის პრიზის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ამავე კრებაზე ქარტიის წევრებმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ახალი წევრები აირჩიეს.

ქარტიის 2021 წლის პრიზი რამდენიმე კატეგორიაში გაიცა:

  • ვიდეორეპორტაჟი – ბასტი მგალობლიშვილი, „პუბლიკა“

პრიზი გადაეცა ბასტი მგალობლიშვილს, ონლაინ-გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ვიდეორეპორტაჟისათვის, რომელიც ასახავს 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზების ქრონიკებს.

  • მულტიმედია პროექტი: „მთის ამბები“

პრიზი ამ კატეგორიაში გადაეცა „მთის ამბებს“ მანგანუმის მოპოვებით დაზარალებული მოსახლეობის შესახებ მომზადებული ვიდეორეპორტაჟების სერიისათვის.

  • სტატია ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში: ეკა ქევანიშვილი – რადიო თავისუფლება

პრიზი მიიღო სტატიამ, სათაურით „გალავანს მიღმა – რა ხდება რელიგიური კონფესიების ბავშვთა თავშესაფრებში“.

  • ჟურნალისტური გამოძიება: ნინო წვერავა – სტუდია მონიტორი, რადიო თავისუფლება, ფორმულა

ეს ჟურნალისტური გამოძიება ეხება კრიპტოვალუტით ვაჭრობის ყალბ სქემებს,  ქოლ-ცენტრები, რომლებიც უცხოურენოვანი გაყიდვების აგენტებად დაქირავებულ ახალგაზრდებს თაღლითურ ქსელში რთავენ.

  • ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება: ანი ბურდული – რადიო თავისუფლება

ამ კატეგორიაში პრიზი მიიღო რადიო „თავისუფლების“ სტატია, სათაურით „სექსუალური შევიწროება და ძალადობა ქართველ ქალ სპორტსმენებზე“.


ქარტიის წევრების საერთო კრებაზე აირჩიეს ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი:

  • თამარ რუხაძე („საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ სარედაქციო კონსულტანტი),
  • მანანა ქველიაშვილი („ბათუმელების“ რეპორტიორი)
  • ხატია ღოღობერიძე (on.ge-ს მთავარი რედაქტორი).

მასალების გადაბეჭდვის წესი