ახალი ამბები

აფეთქება მოსკოვთან, დედათა მონასტერში – დაშავდა 10-მდე ადამიანი

13 დეკემბერი, 2021 • 1066
აფეთქება მოსკოვთან, დედათა მონასტერში – დაშავდა 10-მდე ადამიანი

რუსეთში, მოსკოვის ოლქში, ქალაქ სერფუხოვში, დედათა მონასტრის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა.

ვრცელდება ინფორმაცია ათამდე ადამიანის დაშავების შესახებ.

РИА Новости-ს ცნობით, თავდამსხმელი მონასტრის გიმნაზიის 18 წლის კურსდამთავრებულია.

გამოცემა ძალოვან უწყებეზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქა.

РИА Новости-ს ცნობითვე, დაშავებულთა შორის თავდამსხმელიც არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი