ახალი ამბები

15 დეკემბრიდან Wizz Air Abu Dhabi ქუთაისიდან აბუ-დაბის მიმართულებით იფრენს

13 დეკემბერი, 2021 • 1082
15 დეკემბრიდან Wizz Air Abu Dhabi ქუთაისიდან აბუ-დაბის მიმართულებით იფრენს

ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi ქუთაისიდან აბუ-დაბისკენ პირდაპირ ფრენებს იწყებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანახმად, პირველი რეისი 15 დეკემბერს უნდა შესრულდეს.

Wizz Air-ის ვებგვერდის მიხედვით, ქუთაისიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქისკენ პირველი რეისის ბილეთების ფასები 259 ლარიდან იწყება, მომდევნო, 19 დეკემბრის რეისის ბილეთების ფასები კი — 109 ლარიდან.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა აბუ-დაბიდან ქუთაისისკენ ფრენები თავდაპირველად გასული წლის ივლისში დააანონსა. რეისები 2020-ის პირველი ოქტომბრიდან უნდა შესრულებულიყო, თუმცა პანდემიისა და თანმდევი შეზღუდვების გამო ეს ვერ მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი