ავიაკომპანია Wizz Air-ის მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მიმდინარე თვეში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი ფრენები გადაედოთ. როგორც თვითონ ამბობენ, ამის შესახებ შეტყობინებებს კომპანიისგან იღებენ იმეილით ან აპლიკაციის მეშვეობით.
მომხმარებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს იყოს ტექნიკური ხარვეზი.
ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” Wizz Air-ს დაუკავშირდა. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ არკვევენ მიზეზს და ინფორმაციას დადასტურებისთანავე გაავრცელებენ.