ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 562 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 63 პირი და გამოჯანმრთელდა 4 145 პირი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 54 470 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 693 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 777- PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.22%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.91%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 1 566,
- აჭარა – 215,
- იმერეთი – 602,
- ქვემო ქართლი – 193,
- შიდა ქართლი – 300,
- გურია – 76,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 253,
- კახეთი – 159,
- მცხეთა-მთიანეთი – 89,
- სამცხე-ჯავახეთი – 76,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 44 652, საიდანაც 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 559 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 340 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 879 368-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 12 582 პირი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 822 108.