ახალი ამბები

2-წლიანი პაუზის შემდეგ, 17 დეკემბერს კლუბები იხსნება – ნაჯა ორაშვილი

7 დეკემბერი, 2021 • 964
2-წლიანი პაუზის შემდეგ, 17 დეკემბერს კლუბები იხსნება – ნაჯა ორაშვილი

კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი აცხადებს, რომ 17 დეკემბერს, თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბები გაიხსნება.

„ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და Act4culture-ის მიერ ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა მხარდაჭერილია“, – წერს ორაშვილი ფეისბუკზე.

მისი თქმით, სამოქმედო გეგმას საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში მათ მიერ ჩატარებული ორი საპილოტე ღონისძიების კვლევის შედეგი.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმძღვანელო დოკუმენტში ტექნიკური საკითხების დაზუსტება, იმისთვის, რომ ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა მოიპოვონ უსაფრთხო ღონისძიებისთვის საჭირო მწვანე სტატუსი“, – აცხადებს ნაჯა ორაშვილი.

„17 დეკემბერს, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება“, – წერს იგი.

„ნეტგაზეთი“ დამატებითი დეტალების გარკვევას სახელმწიფო უწყებებთან შეეცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი