ახალი ამბები

შეწყვიტეთ კელი დეგნანის რეპუტაციასთან თამაში – იან კელი კობახიძეს

6 დეკემბერი, 2021 • 3106
შეწყვიტეთ კელი დეგნანის რეპუტაციასთან თამაში – იან კელი კობახიძეს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი მიმართავს ირაკლი კობახიძეს და მოუწოდებს, კელი დეგნანის რეპუტაციას „არ ეთამაშოს“.

„ირაკლი კობახიძე, შეწყვიტეთ კელი დეგნანის უფლებამოსილებასა და რეპუტაციასთან თამაში. ეს ის ბრძოლაა, რომელსაც თქვენ ყოველ ჯერზე წააგებთ“, – წერს იან კელი თვითერზე.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების საპასუხოდ – რომ არჩევნებში 2%-იანი ბარიერი ევროკავშირის მხოლოდ 2 ქვეყანაში მოქმედებს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დეგნანი არ არის კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი.

ამ განცხადებას მალევე უპასუხა თავად დეგნანმა და თქვა:

„რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემ ბატონი კობახიძის ცოდნას და გამოცდილებას კონსტიტუციურ სამართალში, ისევე, როგორც ბევრი სხვა კონსტიტუციური ექსპერტისას, ვისაც შევხვედრივარ საქართველოში. ამ ქვეყანას გაუმართლა, რომ ჰყავს ბევრი, კარგად ინფორმირებული და განათლებული კონსტიტუციური კანონმდებლობის სპეციალისტი. მეც მაქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში, მათ შორის, დავხმარებივარ სხვადასხვა ქვეყანას კონსტიტუციის შექმნის პროცესში; გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციის შედარებითი ანალიზი“.

ვრცლად წაიკითხეთ:

მეც მაქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში — დეგნანის პასუხი კობახიძეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი