ახალი ამბები

იტალიაში აუცრელთათვის შეზღუდვები მკაცრდება

6 დეკემბერი, 2021 • 1453
იტალიაში აუცრელთათვის შეზღუდვები მკაცრდება

იტალიაში აუცრელი მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვები წესდება.

იტალიას მოსახლეობის ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპის მასშტაბით – მოსახლეობის 74.1% სრულად ვაქცინირებულია.

ბლუმბერგის ცნობით, ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, დამატებითი შეზღუდვები დააწესოს მათთვის, ვინც ჯერ კიდევ უარს აცხადებს ვაქცინაციაზე.

იტალიაში, სამუშაო ადგილებზე, შიდა სივრცეებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით შორ მანძილზე მოგზაურობისას უკვე მოქმედებდა „მწვანე საშვი“.

ორშაბათიდან, 6 დეკემბრიდან კი „მწვანე საშვი“ აუცილებელი გახდება ავტობუსებში, მეტროში/ მატარებლებში, სასტუმროებში, თეატრებში, კინოთეატრებში; ასევე, სპორტულ და სხვა სახის საჯარო ღონისძიებებზე.

„მწვანე საშვით“ დასტურდება, რომ ადამიანი აცრილია, გადატანილი აქვს კოვიდი ან უახლოეს პერიოდში პისიარ ტესტმა უარყოფითი შედეგი უჩვენა.

ახალი წესების მიზანია, შეაჩეროს პანდემიის გაძლიერება, რათა საშობაო სეზონმა, – საშობაო ბაზრობებმა, – ჩვეულ რეჟიმში ჩაიაროს.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი