Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, 14 ნოემბერს ავსტრიაში ლოკდაუნი გამოცხადდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ჯერჯერობით სრულად არ აცრილან.
BBC-ის ცნობით, ასეთი მოქალაქეების რაოდენობა ავსტრიაში დაახლოებით 2 000 000-ს შეადგენს. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 65% უკვე სრულად არის აცრილი, თუმცა ეს რაოდენობა დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
„ამ ნაბიჯის გადადგმა ჩვენთვის მარტივი არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, აუცილებელია“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა ალექსანდერ შალენბერგმა.
ლოკდაუნის გამოცხადების შემდეგ აუცრელ მოქალაქეებს სახლის დატოვების უფლება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში აქვთ, მაგალითად, სურსათის საყიდლად, ასევე, სამსახურში წასასვლელად და ა.შ.