ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, რამდენიმე თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელს შეხედულებისამებრ თავად დანიშნავს

3 დეკემბერი, 2021 • 1077
წულუკიანის თქმით, რამდენიმე თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელს შეხედულებისამებრ თავად დანიშნავს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ რამდენიმე თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელს თავად დანიშნავს. ამის შესახებ მან დღეს, 3 დეკემბერს, პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

მისი თქმით, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსი მომავალი კვირიდან გამოცხადდება, თუმცა რამდენიმე თეატრში ხელმძღვანელს თავად, “შეხედულებისამებრ” დანიშნავს.

„ცოტა ვნებათაღელვის საგანია ხოლმე ეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენს შემთხვევაში ასე არ იქნება. 20-ზე მეტ სამხატვრო ხელმძღვანელს გასდის ვადა პირველ იანვარს. ეს ვადა გადიოდა შემოდგომაზე, მაგრამ გახანგრძლივდა რამდენიმე თვით და ჩვენ უკვე მომავალი კვირიდან გამოვაცხადებთ კონკურსებს და დაიწყება სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესი. თუმცა აქვე გეტყვით, რომ მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ არ გამოაცხადოს კონკურსი და თავად დანიშნოს შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი და მე ვაპირებ, რომ რამდენიმე თეატრის შემთხვევაში ეს დისკრეციული უფლებამოსილება გამოვიყენო“, – განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი