ახალი ამბები

არ მეწყინება, თუ გაისად ბიუჯეტი გაიზრდება – წულუკიანი კულტურაზე

3 დეკემბერი, 2021 •
არ მეწყინება, თუ გაისად ბიუჯეტი გაიზრდება –  წულუკიანი კულტურაზე

კლუტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სამინისტროს ბიუჯეტის მოცულობა „საწუწუნო“ არაა, თუმცა „არ ეწყინება“, თუ ბიუჯეტს გაზრდიან. ამის შესახებ მან დღეს, 3 დეკემბერს, პარლამენტში მოსმენისას განაცხადა, სადაც აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის რანგში პირველად უსმენენ.

წულუკიანის თქმით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები „წუწუნის რეჟიმიდან“ მოქმედებაზე უნდა გადავიდნენ.

„ჩვენი ბიუჯეტი არ არის დიდი ამ პროგრამაში[კულტურის ხელშეწყობის], წელს იყო 11 მილიონი ლარი, მაგრამ მე ხმამაღლა ვამბობ, რომ საწუწუნო არაფერია. 11 მილიონ ლარად ძალიან ბევრი საქმის კეთება შეიძლება. თუმცა არც იმას დაგიმალავთ, არ მეწყინება, თუ გაისად, როგორც წელს, ეს ბიუჯეტი გაიზრდება. თუმცა მუდმივად იმაზე წუწუნი, რომ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი არის პატარა, ეს არ არის ჩემი სტილი. რაც არის, იმითაც შეიძლება ბევრი საქმის კეთება და ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს გვეჩვენებინა. წუწუნის რეჟიმიდან, რომელიც კულტურის მუშაკს სჩვევია, გადავიდეთ მოქმედებაზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი