ახალი ამბები

ერთადერთი, სასურველია, მედია გათავისუფლდეს სიძულვილისგან — კობახიძე

30 ნოემბერი, 2021 • 1077
ერთადერთი, სასურველია, მედია გათავისუფლდეს სიძულვილისგან — კობახიძე

„ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე „ლელოს“ ინიციატივას ეხმაურება და ამბობს, რომ ერთადერთი, რისგანაც სასურველია, მედია გათავისუფლდეს, სიძულვილია.

საუბარია „ლელოს“ ახალ ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, მედია 3 წლით უნდა გათავისუფლდეს გადასახადისგან.

„ეს არის მორიგი სპეკულაცია. ერთადერთი, რისგანაც სასურველია, გათავისუფლდეს მედია, ეს არის სიძულვილი. ვუსურვებ ყველა მედიასაშუალებას, რომ მაქსიმალურად სიძულვილისგან გათავისუფლდეს“, — განაცხადა კობახიძემ ინიციატივის შეფასებისას.

რაც შეეხება „ლელოს“, პარტიის ერთ-ერთი წევრის, საბა ბუაძის თქმით, ამგვარი ნაბიჯის საჭიროება ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივამ გამოიწვია, რომელიც აზარტული თამაშების შეზღუდვასა და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებს.

ვრცლად წაიკითხეთ:

3 წლით მედია ყველანაირი გადასახადისაგან გათავისუფლდეს – „ლელოს“ ინიციატივა

მასალების გადაბეჭდვის წესი