ახალი ამბები

გამოვლინდა კორონავირუსის 4 058 შემთხვევა, დაიღუპა 61 პაციენტი – 27 ნოემბერი

27 ნოემბერი, 2021 •
გამოვლინდა კორონავირუსის 4 058 შემთხვევა, დაიღუპა 61 პაციენტი – 27 ნოემბერი

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 53 440 ტესტით, კორონავირუსის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 7.59% შეადგინა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 440 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 899 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 541 PCR ტესტით.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 61 პაციენტი დაიღუპა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 871 პირი ემსხვერპლა.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლენილი 4 058 შემთხვევის რეგიონული განაწილება ასეთია:

  • თბილისი 1 550 ;
  • აჭარა – 164;
  • იმერეთი – 766;
  • ქვემო ქართლი – 225;
  • შიდა ქართლი – 354;
  • გურია – 137;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 333;
  • კახეთი – 257;
  • მცხეთა-მთიანეთი – 105;
  • სამცხე-ჯავახეთი – 139;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 951 საიდანაც: 6 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის:

  • თბილისის საავადმყოფოებში – 2 601;
  • აჭარაში – 519,
  • იმერეთში – 1 394.

ამ ეტაპზე მძიმეა 1 654 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისში – 651, აჭარაში – 126, იმერეთში – 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 40, იმერეთში – 39.

მასალების გადაბეჭდვის წესი