ახალი ამბები

74 გარდაცვლილი და კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა – 26 ნოემბერი

26 ნოემბერი, 2021 •
74 გარდაცვლილი და კორონავირუსის 4 534  ახალი შემთხვევა – 26 ნოემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 74 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 742 ადამიანი, ჩატარდა 51 756 კვლევა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.13%.

ბოლო 24 საათში პირველი ან მეორე დოზით აიცრა 10 194 ადამიანი, სულ ჩატარდა 2 133 935 აცრა.

ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 811
  • აჭარა – 176
  • იმერეთი – 829
  • ქვემო ქართლი – 265
  • შიდა ქართლი – 370
  • გურია – 143
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 356
  • კახეთი – 267
  • მცხეთა – მთიანეთი – 140
  • სამცხე – ჯავახეთი 138
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36

საქართველოში სულ დადასტურდა კორონავირუსის 831 248 შემთხვევა, რომელთაგან 772 301 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 810 გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი