ახალი ამბები

“არ არის სამართლიანი და ლოგიკური” — სარჯველაძე გახარიას შემოთავაზებაზე

25 ნოემბერი, 2021 • 1313
“არ არის სამართლიანი და ლოგიკური” — სარჯველაძე გახარიას შემოთავაზებაზე

“ქართული ოცნების” წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის შეთავაზება საკრებულოების თავმჯდომარეობაზე არასამართლიანი და ალოგიკურია.

მისი თქმით, ძნელად წარმოსადგენია, რომ გახარიას პარტიასთან მსგავს რამეზე შეთანხმდნენ.

“მე არ მგონია, რომ ასეთი შემოთავაზება სამართლიანია. არ არის ლოგიკა, რომ უმცირესობაში მყოფ პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს საკრებულოს თავმჯდომარეობაზე პრეტენზიის წამოყენების უფლება და საფუძველი. თუმცა დისკუსიის დროს მათი მხრიდან რა არგუმენტები შეიძლება იყოს მოშველიებული, რომ ამ საკითხზე პედალირება მოხდეს, ძნელად წარმომიდგენია. პირადად მე ამ ძირითადი მიზეზის გამო არ მგონია, რომ ეს არის სამართლებრივი ან თუნდაც სამართლიანობის თვალსაზრისით რამენაირად გამართლებული მოთხოვნა“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარტია “საქართველოსთვის” აცხადებს, რომ საკრებულოებში, რომლებშიც გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს, საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების პოსტებს სთავაზობს.

“ოცნება” ზუგდიდის 4 უბნის გადათვლას ითხოვს, რამაც შეიძლება შედეგები შეცვალოს

მასალების გადაბეჭდვის წესი