ახალი ამბები

ტენდერიდან თანხის მითვისების ბრალდებით 2 პირი პასუხისგებაში მისცეს

25 ნოემბერი, 2021 • 1237
ტენდერიდან თანხის მითვისების ბრალდებით 2 პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პასუხისგებაში მისცა 2 ადამიანი, რომლებსაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავებიან.

უწყების თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში.

ამის შემდეგ, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად, ბრალდებულებმა ავანსის სახით მოითხოვეს და მიიღეს, ჯამში, 757 061 ლარი, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 304 363 ლარს და არ შეასრულეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები.

საგამოძიებო სამსახურის თანახმად, ხსენებული ორი პირიდან ერთი უკვე დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 182-ე მუხლის(მითვისება ან გაფლანგვა) მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი