2021 წლის 24 ნოემბერს ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გაიმართა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა (ონლაინ ფორმატში) რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გრიგორი კარასინთან.
შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, რუსული მხარე დაინტერესდა, თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმისა (3+3) და ამ კონტექსტში გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების მიმართ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას ქართული მხარე არ განიხილავს.
ე.წ. „3+3“ ფორმატი გულისხმობს კავკასიის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს, სადაც ერთიანდება თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, ირანის ისლამური რესპუბლიკა, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო.
რეგიონალური პოლიტიკის ქართველი მკვლევრების ნაწილის შეფასებით, იმ ფორმატში, სადაც რუსეთის ფედერაციაცაა წარმოდგენილი, საქართველომ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრები ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფორმატია, ია პერიოდულად იმართება.
შემდეგი შეხვედრის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.